9:59 PM
ვარანი: “ვალდებულნი ვართ “იუვენტუსი” დავამარცხოთ”



"რეალის” მცველი, რაფაელ ვარანი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი "იუვენტუსთან” მატჩში სამი ქულის აღებას შეძლებს.

დღეს, ზემოთნახსენები გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი "რეალის” (2:1) გამარჯვებით დასრულდა, ვარანი კი აცხადებს, რომ "თეთრები” ვალდებულნი არიან მეტოქე მეორე დაპირისპირებაშიც დაამარცხონ.

"მხოლოდ სამი ქულა გვჭირდება იმისათვის, რათა პლეი-ოფში ადგილი გავინაღდოთ. ამის გაკეთება სწორედ "იუვენტუსთან” მატჩშია ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ვარანი.

"იუვეს” მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, ისინი მაღალ სიჩქარეს ჩართავენ. გარდა ამისა, მათი პლიუსი იქნება გულშემატკივრების მხარდაჭერაც, ასე რომ, სტადიონზე ცხელ ატმოსფეროს უნდა ველოდოთ”.

"თუმცა, ჩვენ მაინც ვართ ვალდებულნი "იუვენტუსს” მოვუგოთ. სასწორზე სამი ქულა დევს, რომელიც ძალიან გვჭირდება”.

წყარო: Football Italia

ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: