10:43 PM
ვარანი მადრიდული დერბისთვის მზად იქნება



"რეალის” მედიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ სექტემბრის თვის ბოლოს ახალგაზრდა მცველი მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

"ბლანკოსის” 20-წლის მცველმა, რაფაელ ვარანმა მუხლზე ქირურგიული ჩარევა ოთხი თვის წინ გადაიტანა, და მიმდინარე სეზონის დაწყების წინ უნდა გამონჯამრთელებულიყო. თუმცა, ახალი საეფხბურთო ციკლისთვის მზადებისას ახალგაზრდა ფრანგს ტრავმა გაუმიზეზდა, რამაც მისი მოედანზე დაბრუნება გარკვეული დროით გადადო.

ესპანელ ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს კვირაში ვარანი "რეალის” პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის განახლებას შეძლებს, მისი მოედანზე დაბრუნება კი სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. სავარაუდოდ, რაფაელი მწვანე მინდორზე გასვლას "ატლეტიკოსთან” გასამართ დაპირისპირებაში შეძლებს, რომელიც 28 სექტემბერსაა დაგეგმილი.

წყარო: Marca



ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: