6:18 PM
ვარანი ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებს




"რეალის” მცველი რაფაელ ვარანი, დიდი ალბათობით, საკუთარი გუნდის დახმარებას სეზონის დარჩენილ მატჩებში ვერ შეძლებს. პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის ეგიდით, "ესპანიოლთან” (1:1) გამართულ შეხვედრაში 20-წლის ფრანგმა მუხლის ტრავმა მიიღო.

"ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ ვარანი ესპანეთის თასის ფინალში "ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს. უსიამოვნო სიტუაციაში ჩავვარდით, თუმცა დრამატიზირება არ ღირს. მის შემცვლელს ვიპოვნით”, – ციტირებს Goal.com "სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

დაზიანების სისერიოზულე და ვარანის აღდგენითი პროცესების ვადა ცნობილი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც ფეხბურთელი დღეს გაივლის.

ცნობისათვის, ესპანეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც "რეალი” "ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, 17 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.


ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: