10:30 PM ვარანი: “ასეთ შედეგს არ ველოდით” | |
![]() "რეალის” მცველი რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბორუსიასთან” გამართული პირველი დაპირისპირების წაგების შემდგომ შეხვედრის მიმდინარეობით იმედგაცრუებული დარჩა. "ასეთ შედეგს არ ველოდით, უფრო დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვქონდა. ამ მატჩს დიდი ამბიციებით შევხვდით. "რეალი” ძალიან აგრესიულ გუნდთან დამარცხდა, რომელიც უკიდურესად კომპაქტურად მოქმედებდა და სივრცეებს გვიკეტავდა. ლევანდოვსკიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ჩვენ კი მისი შეჩერება ვერ შევძელით. ეს წარუმატებლობა უმეტესწილად არა ინდივიდუალური შეცდომების, არამედ მთელი გუნდის ცუდი თამაშითაა გამოწვეული”. შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაში "ბლანკოსი” "სიგნალ იდუნა პარკზე” ანგარიშით 1:4 განადგურდა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები ძალიან შეიმცირა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |