7:11 PM
ვარანე თავის მდგომარეობაზე საუბრობს



მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანე გუნდში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

"ჩვენ არც თუ ისე ცოტა ტიტულები მოვიგეთ და ამჟამად გუნდში ადგილის დამკვიდრებას ვცდილობ,რაც "რეალში" ადვილი საქმე არაა."რეალ მადრიდი" ძალიან დიდი კლუბია და მიხარია,ამ გუნდში რომ ვთამაშობ.ჟოზე მენდობა და თანდათან სათამაშო დროს მაძლევს,ზოგჯერ 90 წუთსაც კი ვთამაშობ.მიხარია,რომ მოურინიო მენდობა.მე ამით გამოცდილებას ვღებულობ და ვცდილობ,რომ ყველას იმედები გავამართლო.ის ბევრ რამეს მასწავლის."-აღნიშნა რაფაელმა.

ვარანემ "ლევანტესთან" გასამართ მატჩზეც გააკეთა კომენტარი.

"ლევანტე" ძალიან კარგი გუნდია.ისინი ერთმანეთთან კარგად არიან შეთამაშებულნი და ასევე კარგადაც იცავენ თავს.ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის."რეალს" "ლევანტესთან" ყოველთვის უჭირს თამაში და იმედია,დღეს ამ "ტრადიციას" დავარღვევთ."-დაასრულა ვარანემ.
 
ნანახია: 316 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვარანე თავის მდგომარეობაზე საუბრობს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: