8:53 PM
ვან პერსის “ემიუდან” წასვლა არ სურს



ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა "წითელი ეშმაკებისადმი” ერთგულება გამოხატა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან” კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ დარჩენა რაც შეიძლება დიდი ხნით მსურს. მინდა, უმაღლეს დონეზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდე და უამრავი ტიტული მოვიპოვო”, – აცხადებს რობინ ვან პერსი.

"ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, გასულ სეზონში მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდნაა. რა თქმა უნდა, არბიტრმა დიდი როლი შეასრულა, მაგრამ მეც ასევე ვალდებული ვიყავი, ერთი ან ორი ბურთი გამეტანა”.

"წინსვლის მოხდენა აუცილებელია და მჯერა, რომ წელს წარმატების მიღწევას შევძლებთ”, – დაასრულა "ემიუს” მე-20 ნომერმა.

წყარო: Manchester United

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: