12:38 PM
ვან პერსი სათამაშო ნომრის შეცვლას არ აპირებს




"მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ აღნიშნა, რომ მას მომდევნო სეზონში სხვა ნომრის აღების შესაძლებლობა გააჩნია, თუმცა ჰოლანდიელი, დიდი ალბათობით, ამას არ გააკეთებს.

"ვფიქრობ, რომ ჩემს ნომერს არ შევცვლი”, – ციტირებს United Review ვან პერსის სიტყვებს.

"9-ნომრიანი მაისურის აღების შესაძლებლობა მაქვს, თუმცა არამგონია, რომ ეს გავაკეთო. ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის გულშემატკივრები, რომლებმაც 20-ნომრიანი მაისურები შეიძინეს. არ მინდა, რომ მათ ფული ახალში გადაიხადონ. კარგი სეზონი ჩავატარე და აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად კლუბის ისტორიაში მე-20 პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება სწორედ ამნომრიანი მაისურით ავღნიშნე”.

ნანახია: 341 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: