9:33 AM
ვან პერსი: “მოიესთან ერთად მუშაობა მომწონს”



"მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის მუშაობის მეთოდები არ მოსწონს.

მოიესმა "ემიუს” თავკაცის პოსტზე სერ ალექს ფერგიუსონი სულ ახლახანს შეცვალა, თუმცა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რობინ ვან პერსი ახალი მენეჯერის მუშაობით მოხიბლული არაა.

მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელმა, რომელიც ამჟამად თავისი ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია, ყველანაირი ჭორი უარყო.

"დევიდ მოიესთან მუშაობა შესანიშნავია. მას მუშაობის თავისი სტილი და მეთოდები აქვს, რაც მომწონს”.

"იმ დღიდან, როდესაც აზიასა და ავსტრალიაში ჩვენი ტური დავიწყეთ, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. კლუბში კარგი ატმოსფერო სუფევს”, – განაცხადა ფორვარდმა.

წყარო: De Telegraaf

ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: