9:31 PM
ვან პერსი: "ლივერპულთან" გამარჯვება დავიმსახურეთ"



"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რობინ ვან პერსი ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი "ლივერპულს" დაუპირისპირდა (2:1).

"ჩვენ გოლის გაშვება არ გვურდა, რადგან, როდესაც ორბურთიანი სხვაობით ხარ წინ გინდა, რომ ეს ანგარიში, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნო. თუმცა, მოწინააღმდეგემ ჩვენი კარის დალაშქვრა მეორე გოლის გატანიდან ხუთ წუთში მოახერხა. მესამე გოლის გატანას ვცდილობდით, თუმცა ეს არ გამოგვივიდა".

"გუნდმა ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, სწორედ ამიტომ, ძალიან რთული მატჩი გამოვიარეთ. მოწინააღმდეგეს ანგარიშის გასათანაბრებლად რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ".

"შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, ჩვენი დაცვის ხაზი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ეს ნამდვილი საფეხბურთო დაპირისპირება იყო",-ციტირებს ვან პერსის სიტყვებს "ემიუს" ოფიციალური საიტი.
 
ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: