7:17 PM
ვან დერ ვაარტმა ვარჯიში განაახლა



ორთვიანი პაუზის შემდეგ "ჰამბურგის" შემტევმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ფეხის კუნთის ტრავმა სრულიად მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი საკუთარი გუნდის დახმარებას ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატში შეძლებს, სადაც მისი გუნდი "ნიურნბერგს" დაუპირისპირდება.

"რაფაელმა აღდგენითი პროცესები წარმატებით გაიარა და სათამაშოდ მზადაა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, შეძლებს თუ არა იგი მთლიანი 90 წუთის განმავლობაში თამაშს",-განაცხადა "ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა.
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: