9:33 PM
ვან დერ ვაარტი "ნიურნბერგის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს



"ჰამბურგის" ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ტრავმა მოირჩინა და ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში "ნიურნბერგის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, იტყობინება Kicker.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ტკივილები აღარ მაქვს. "ნიურნბერგთან" მატჩამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი, სწორედ ამიტომ, ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას შევძლებ",-განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტმა ტრავმა ბუნდესლიგის მე-13 ტურის მატჩში "ფორტუნა დიუსელდორფის" წინააღმდეგ მიიღო, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

29-წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ანგარიშზე ბუნდესლიგაში "ჰამბურგის" მაისურით ჩატარებული 11 მატჩი 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: