1:41 PM
ვან ბუიტენს "ბაიერნში" დარჩენა სურს



ცოტა ხნის წინ, "ბაიერნმა" დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდში ახალგაზრდა იან კირხოფი ჩაირიცხება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვან ბუიტენმა კლუბი უნდა დატოვოს.

"მე არასდროს დავნებდები და ყველას ვაჩვენებ, რომ "ბაიერნისთვის" წარმატების მოტანა ჯერ კიდევ შემიძლია. ჩვენ უკვე ორი წელიწადია, რაც არაფერი არ მოგვიგია. ასე არ უნდა გაგრძელდეს".

"რათქმაუნდა, "ბაიერნში" მსურს კარიერის გაგრძელება",-აცხადებს ვან ბუიტენი.

"დანიელი - შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ცოტა ხნის წინ იგი გუნდში დაბრუნდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. როდესაც მან ტრავმა მიიღო ცდილობდა, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გამონჯამრთელებულიყო და გუნდს დახმარებოდა. იგი ნამდვილი პროფესიონალია",-ისაუბრა 34-წლის მცველზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: