7:32 PM ვან ბომელი: “მილანს” “პსვ”-სთან გაუჭირდება” | |
![]() ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიური გრანდი ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერს დაუპირისპირდება. "ვფიქრობ, ორივე გუნდს გაუჭირდება. მართალია, "პსვ”-მ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა, თუმცა გუნდი უფრო გაახალგაზრდავდა და ძალიან სწრაფი გახდა”. "მილანი” "პსვ”-ს სათამაშო სტილს, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფი შეტევები განახორციელოს, არ იცნობს. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ადამ მაჰერს დავასახელებდი”. "თუმცა "მილანი” "მილანია” და "პსვ”-ს დიდად არ გაუმართლა, რომ კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, სწორედ "როსონერის” დაუპირისპირდება. დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო მატჩები გველოდება”, – განაცხადა მარკ ვან ბომელმა, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე, "პსვ”-სა და "მილანის” რიგებში თამაში მოასწრო. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |