9:55 PM “ვალენსიას” კიპერი გამოაკლდა | |
![]() "მფრინავი ღამურების” კარის დარაჯი, დიეგო ალვეში საკუთარი გუნდის დახმარებას გასამართ უახლოეს რამოდენიმე მატჩში ვერ შეძლებს. ცნობისთვის, ალვეში "ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის მეკარედ ითვლება, თუმცა, გასულ უქმეებზე, "ხეტაფესთან” გამართული მატჩის უკვე მე-12 წუთზე იგი იძულებული გახდა ადგილი ვისენტე გუაიტასთვის დაეთმო. როგორც ცნობილია, დიეგომ ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით ათი დღის განმავლობაში მოუწევს უქმობა. ასე და ამგვარად, "ვალენსიას” ბრაზილიელი გოლკიპერი ევროპის ლიგის ეგიდით, "სენტ გალენთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება, გარდა ამისა, ალვეში ვერც "ვალიადოლიდთან” ითამაშებს, რომელიც ლა ლიგის ეგიდით შედგება. წყარო: UEFA.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |