9:15 PM “ვალენსია” მატას იჯარით აყვანას ცდილობდა | |
![]() "მფრინავ ღამურებს” ესპანელი პლეიმეიკერის ხელში ჩაგდება სურდათ. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო, ევროპული პრესა რეგულარულად წერდა იმის შესახებ, რომ ესპანელმა პლეიმეიკერმა, ხუან მატამ შესაძლოა ლონდონის "ჩელსი” დატოვოს, რადგან "არისტოკრატების” სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისათვის კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს ბოლომდე არ ენდობა. სხვებზე მეტად მატას ხელში ჩაგდებას, როგორც გაირკვა, "ვალენსია” ცდილობდა – სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში კლუბის სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი ორჯერ ეცადა სამშობლოში ხუანის არენდის წესით დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, "სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა "მფრინავი ღამურების” წინადადება უარყვეს და განაცხადეს, რომ მატას მხოლოდ სოლიდურ თანხად გაყიდვას დათანხმდებიან. ამისათვის კი "ვალენსიას”, როგორც ჩანს, უბრალოდ საკმარისი თანხა არ ეყო… წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |