11:42 AM
“ვალენსია” ჯუკიჩმა ჩაიბარა



ლევანტურმა კლუბმა სერბ სპეციალისტთან, რომელიც სამწვრთნელო პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შეცვლის, შეთანხმებას მიაღწია.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ვალენსიას” თავკაცმა განაცხადა, რომ დაკავებულ პოსტს ტოვებს. ვალვერდემ ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კლუბში სტაბილურობის ნაკლებობა დაასახელა.

"მფრინავმა ღამურებმა” ახალი მწვრთნელი მალევე იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, "ლოს ჩეს” ახალი თავკაცი მიროსლავ ჯუკიჩი გახდა, ვისთანაც კლუბმა შეთანხმებას უკვე მიაღწია, მისი პრეზენტაცია კი ხუთშაბათს შედგება.

47-წლის სერბმა, როგორც ფეხბურთელმა, "ვალენსიაში” შვიდი წელიწადი ითამაშა, ლევანტელების ღირსებას იგი 1997-წლიდან 2003-წლამდე იცავდა. ჯუკიჩის ბოლო სამუშაო ადგილი "ვალიადოლიდი” იყო. მიროსლავმა მისი ყოფილი კოლექტივი ჯერ ლა ლიგაში გადაიყვანა, შემდეგ კი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილიც შეუნარჩუნა.

წყარო: Reuters

ნანახია: 303 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: