10:23 PM
“ვალენსია”: 6.7 მილიონი ევრო ჯოვანი დოს სანტოსის სანაცვლოდ





"ღამურები” სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებენ.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის დასაწყისში, "ვალენსიამ” ტინიო კოშტა მოსკოვის "სპარტაკში” გაუშვა. ახლა კი მათი მიზანი, ამ წელიწადს პირველი მოთამაშის შეძენაა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, "მალიორკას” გარემარბ ჯოვანი დოს სანტოსის სანაცვლოდ, "ვალენსიამ” 6.7 მილიონი ევრო გაამზადა. სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ, კუნძულელები იძულებულნი იქნებიან გაყიდონ მექსიკელი ფეხბურთელი.

"ბარსელონას” მიერ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი, "მალიორკას” რიგებს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ დროის მანძილზე, ჯოვანიმ 29 მატჩის ჩატარება და ექვსი გოლის გატანა მოასწრო.

წყარო: Football Espana

ნანახია: 316 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: