10:43 PM ვაიდენფელერმა “დორტმუნდთან” გაახანგრძლივა | |
![]() გოლკიპერი დორტმუნდში 2016-წლის ზაფხულამდე დარჩება. "მოხარულნი ვართ და ვაცხადებთ, რომ რომანმა 2016-წლის 30 ივნისამდე კლუბში დარჩენაზე თანხმობა განაცხადა”, – აცხადებს დორტმუნდის "ბორუსიას” სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი. "რომანს სხვა კლუბში გადაბარგებაზე არასდროს უფიქრია. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც იგი და სებასტიან კელი არიან”, – დაამატა ცორკმა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვაიდენფელერი "დორტმუნდში” 2002-წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან ბუნდესლიგაში 288 მატჩის ჩატარება მოასწრო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |