1:20 PM
უოლკოტი "არსენალთან" გაახანგრძლივებს




"მეთოფეებმა" გადაწყვიტეს ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი კონტრაქტის პირობები დააკმაყოფილონ.

Goal.com იტყობინება, რომ მიმდინარე კვირის დასრულების შემდეგ ლონდონური კლუბი 23-წლის შემტევ ნახევარმცველთან თეო უოლკოტთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტი 2017-წლამდე იმოქმედებს და თეო კვირაში ხელფასის სახით 110 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს ბონუსების გარეშე. გარდა ამისა, როდესაც ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს მილიონიან ბონუსს მიიღებს.

მოგეხსენებათ, "არსენალსა" და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მხოლოდ ახლაღა მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ ადრე "მეთოფეები" უოლკოტის მიერ მოთხოვნილ კონტრაქტის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ, თუმცა არსენ ვენგერმა გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურის გაშვება არ მოინდომა და ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ თეოს მიერ მოთხოვნილი პირობები დაეკმაყოფილებინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ბოლოს "არსენალმა" კიდევ ხუთ ახალგაზრდა ბრიტანელ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა კონტრაქტი: ჯეკ უილშირს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს, აარონ რემსის და კარლ ჯენკინსონს.
 

ნანახია: 294 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: