12:39 PM
უოლკოტი "არსენალთან" გაახანგრძლივებს?




ინგლისელი ვინგერი, როგორც ჩანს, "ემირეიტს სტედიუმზე" დასარჩენად მზადაა.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ დღეს, 23-წლის შემტევი ნახევარმცველის წარმომადგენლებმა "მეთოფეების" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს და ალბათობა იმისა, რომ თეო "არსენალში" დარჩება, ძალიან დიდია.

უოლკოტი, რომელიც მიმდინარე სეზონში "არსენალის" ბომბარდირია ყველა ტურნირზე გატანილი 14 გოლით, ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი ეწურება. მისი გადაბირებით კი ისეთი გრანდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც "ჩელსი", "იუნაიტედი", "სიტი" და "იუვენტუსი" არიან.

"დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი გადაწყდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ დარჩენა და "არსენალის" ღირსების დაცვა მსურდა. მაგრამ, ახლა ვნახოთ, რა მოხდება. მე ჩემი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ, ადამიანები კი, რომლებიც ჩემი წარმომადგენლები არიან, კლუბთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ",-განაცხადა უოლკოტმა, რომელსაც "მეთოფეების" მიერ შეთავაზებული ხელფასი ეცოტავა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ლონდონი კიდევ ერთმა "მეთოფემ" 25-წლის შვეიცარიელმა ცენტრალურმა მცველმა იოჰან ჯურუმ დაოტოვოს, რომლის არენდით აყვანა გერმანულ "ჰანოვერს" სურს.
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: