1:01 PM
უოლკოტი: "არსენალი" ან "ჩელსი"




ინგლისელი გარემარბი იმედოვნებს, რომ კარიერას ლონდონში გააგრძელებს.

Goal.com იტყობინება, რომ 23 წლის ნახევარმცველი თეო უოლკოტი, რომელიც მომავალ ზაფხულს შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას ბრიტანეთის დედაქალქში გეგმავს. ამიტომ ის მხოლოდ ორი კლუბით-"ჩელსით" და "არსენალითაა" დაინტერესებული. თეოს "არისტოკრატული" გუნდი, დიდი ხანია მოსწონს.

ამ ლონდონური კლუბების გარდა, ინგლისელი გარემარბით ასევე "ლივერპული", "იუვენტუსი" და ორივე მანჩესერული გუნდი ინტერესდება. თუმცა ამ გუნდებს ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევთ, რადგან უოლკოტს არ სურს ჩრდიოლოეთ ინგლისში, ან მითუმეტეს იტალიაში გადასვლა.

"ჩელსი" არ იჩქარებს ფეხბურთელის სასწრაფოდ გაფორმებას, მოსალოდნელია, რომ ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება. არსებობს შანსი, რომ ინგლისელი "არსენალის" რიგებში დარჩეს, მაგრამ "მეთოფეებმა" უნდა გადაწყვიტონ ფინანსური საკითხებიც, რადგან სავარაუდოდ, ხელფასი კვირაში 90-100 ათასი ფუნტი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, არსენ ვენგერი მზადაა შესთავაზოს თეოს თანხის სამი მეოთხედი.
ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: