7:37 PM უოდლს ბექჰემი დიდ ფეხბურთელად არ მიაჩნია | |
![]() ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ მოთამაშეს კრის უოდლს დევიდ ბექჰემი ინგლისის პრემიერ-ლიგის ისტორიის საუკეთესო ათას ფეხბურთელშიც არ შეჰყავს. შეგახსენებთ, რომ "ემიუს”, "რეალის”, "მილანის” "გელექსის”, "პსჟ”-ს და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება წუხელ გააკეთა. "მე მას კარგ ფეხბურთელს ვუწოდებდი, მაგრამ არა დიდს”, – განაცხადა კრის უოდლმა, რომელმაც თავის დროზე ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა, BBC Radio 5-თან ინტერვიუში. ” პრემიერ-ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელა სიის შედგენა შესაძლებელია, თუმცა არა მგონია, დევიდ ბექჰემი პირველ ათასეულში მოხვდეს. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში მასზე გაცილებით ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბექჰემმა მაქსიმუმი გამოწურა იქიდან, რაც გააჩნდა”. "დიდებულის იმიჯი თავად შეიქმნა და კარგადაც გამოიყენა. არ შეეძლო ფინტაობა, არ გააჩნდა სისწრაფე, მაგრამ კარგად ასრულებდა სტანდარტულ სიტუაციებს, ქმნიდა მომენტებს, გაჰქონდა თავადაც და საკუთარი კლუბებისთვის სარგებელი მოჰქონდა”. "ბექჰემი ყოველთვის სწორად საუბრობდა. საკუთარ მაისურებს ყიდდა და ფულს ყველგან შოულობდა, სადაც შეეძლო”. "დღეს ხალხი ამბობს: "რა დიდებულია, რა დიდებულია!”, მე კი უბრალოდ ვიტყვი: "რა კარგია!”. ის კარგად ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს და იყო პროფესიონალი”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |