უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრი საინტერესო შეხვედრა ელის. ჩვენ ამოვარჩიეთ 5 ისეთი შეხვედრა, რომლის გამოტოვებაც უბრალოდ არ შეიძლება.
"შალკე" - "ვერდერი" (შაბათი, 18:30 საათი)
ცუდი ფინანსური მაჩვენებლები "ვერდერს" ბევრი უსიამოვნებით ემუქრება. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის, მომავალი. საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა სპორტული თვალსაზრისით გუნდში: მეშვიდე ადგილი ბუნდესლიგაში, ორი მოგება და ერთი ფრე ბოლო სამ შეხვედრაში... ახლა დროა ძალები მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ მოისინჯოს. "შალკემ" უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური, თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა 2:3. მათი მიზანი კი "ბაიერნის" დაწევაა!
სავარაუდო შემადგენლობები
"შალკე": უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუქსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი - ჰუნტელაარი.
"ვერდერი": მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი, დე ბრიუნე, ჰუნტი, ელია - პეტერსენი.
"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემი" (კვირა, 17:30 საათი)
"დეზებს" ზედიზედ მეოთხე საგარეო გამარჯვებასთან ერთად სურთ პრემიერ ლიგაში მე-300 მატჩის მოგების აღნიშვნა. ამის გაკეთება ვილაშ-ბოაშისთვის რთული ამოცანა იქნება, ვინაიდან "ტოტენჰემს" მოქმედი ჩემპიონი დაუპირისპირდება. ლონდონელთაგან განსაკუთრებით კარგ ფორმაში იმყოფება ჯერმეინ დეფო, რომელმაც ევროპის ლიგის შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. თავისმხრივ, შეტევაში პრობლემები აქვს მანჩინის გუნდს. შარშანდელი სეზონის 10 ტურში "სიტიმ" 36 გოლი გატანა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ - 18. ამასთანავე, ყველაფერი წესრიგში არ არის დაცვაში, "ქალაქელები" ფაქტიურად ყოველ შეხვედრაში უშვებენ გოლს. საშინელი მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგაზე - მანჩესტერელებს მხოლოდ 2 ქულა აქვთ და ჯგუფიდან მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანს.
სავარაუდო შემადგენლობები
"სიტი": ჰარტი - ზაბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - გარსია, ბარი, ტურე - ნასრი, აგუერო, ტევესი.
"ტოტენჰემი": ფრიდელი - უოლკერი, კოლკერი, გალასი, ვერტონგენი - სანდრო, ჰადლსტოუნი - ლენონი, ბეილი - ადებაიორი, დეფო.
"ლაციო" - "რომა" (კვირა, 18:00 საათი)
"დერბი დელა კაპიტალე" სრულიად საფეხბურთო სამყაროს უხმობს. დედაქალაქური გუნდები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რათა ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოავლინონ. სატურნირო მდგომარეობაში გუნდებს მხოლოდ 2 ქულა აშორებს და ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მიიღწვის. შეხვედრა წესით და რიგით სანახაობრივი და შემტევი უნდა იყოს, ვინაიდან ზემანიც და პეტკოვიჩიც აქცენტს შეტევაზე აკეთებენ. "რომაში" ტოტის რენესანსი დაემთხვა ოსვალდოს პროგრესს და ერიკ ლამელას წარმატებულ დებიუტს სერია ა-ში. "ლაციოში" სასწაულებს სჩადის ერნანესი, კლოზე კი არ ბერდება, რომელმაც 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
"ლაციო": მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, ლედესმა, ერნანესი, გონსალესი, მაური - კლოზე.
"რომა": გოიკოეჩეა - პირისი, მარკინოსი, კასტანი, ბალძარეტი - დე როსი, ტახციდისი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.
"ატლეტიკი" - "სევილია" (კვირა, 19:00 საათი)
ჩემპიონატის მესამედი უკვე გავლილია და ბასკები მაინც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, მაყურებელი მაინც იმ ბრწყინვალე ფეხბურთის მოლოდინშია, რომელიც მარსელო ბიელსას შეგირდებმა გასულ სეზონში აჩვენეს. რეაბილიტაციისთვის რა თქმა უნდა, საჭიროა "სევილიას" დამარცხება, რომელიც თავისმხრივ ჩამორჩა ლიდერების ჯგუფს და მზადაა დაბრუნდეს ევროთასებისთვის ბრძოლაში.
სავარაუდო შემადგენლობები
"ატლეტიკი": ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერ ერერა - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ადურისი.
"სევილია": პალოპი - სისინიო, ფასიო, სპახიჩი, ნავარო - მადურო, მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი - ნეგრედო.
"ჩელსი" - "ლივერპული" (კვირა, 20:00 საათი)
ინგლისში რთული არ არის შეურიგებელი წყვილების მოძებნა. "ჩელსის" და "ლივერპულის" მტრობა, ეჭვგარეშე ამ სიაში შედის. მოურინიოს და ბენიტესის თავკაცობის დროს "წითლები" "ლურჯებს" სამჯერ დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, აქედან ორჯერ "მერსესაიდელებმა" გაიმარჯვეს. ამის შემდეგ, "ლივერპულმა" პოზიციები დათმო, "ჩელსი" კი მაინც დაეუფლა ნანატრ ტიტულს. ბრენდან როჯერსის გუნდი ახლა იწყებს შედეგში სტაბილურობის ასახვას. დი მატეო მომენტალურად გახდა წარმატებული, თუმცა ახლა პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი დათმო და ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ასპარეზობს ისე როგორც საჭიროა.
სავარაუდო შემადგენლობები
"ჩელსი": ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ბერტრანდი - რამირესი, მიკელი - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი.
"ლივერპული": რეინა - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხოსე ენრიკე - ალენი, ჯერარდი, შაჰინი - სუსო, სუარესი, სტერლინგი.