ჩვენმა საიტმა ის 4 მატჩი აარჩია, რომელიც ამ უქმეებზე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.
"რომა" - "ფიორენტინა" (შაბათი, 23:45 საათი)
"რომას" ბოლო 8 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გააქვს. "ფიორენტინას" იგივე შედეგი ზედიზედ 5 შეხვედრაში აქვს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გუნდებს აქცენტი შემტევ ფეხბურთზე აქვთ გაკეთებული. "ჯალოროსის" პიანიჩი და არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავი - ერიკ ლამელა დააკლდებიან. "იებს" შესაძლოა სტევან იოვეტიჩი გამოაკლდეთ, რომელსაც ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა. გუნდებმა რა თქმა უნდა, კარგად იციან ამ დაპირისპირების ფასი, ვინაიდან ზემანის და მონტელას შეგირდების მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი დღეს მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.
"რომა" (სავარაუდო შემადგენლობა): სტეკელენბურგი - ტადეი, მარკინოსი, კასტანი, დოდო - ფლორენსი, ტახციდისი, ბრედლი - დესტრო, ოსვალდო, ტოტი.
"ფიორენტინა" (სავარაუდო შემადგენლობა): ვივიანო - რონჩალია, როდრიგესი, სავიჩი - კუადრადო, აკუილანი, მილიაჩო, ვალერო, პასკუალი - ტონი, ელ ჰამდაუი.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (კვირა, 17:30 საათი)
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღებას კვირას გასამართი მანჩესტერული დერბი იპყრობს. გარდა იმისა, რომ ეს დაპირისპირება დერბის სტატუსს ატარებს, კლუბები პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად ითვლებიან. მანჩესტერელებისთვის წარუმატებელი გამოდგა ამ კვირაში გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები, ორივე გუნდი მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:0. რობერტო მანჩინის გაწვრთნილები საერთოდ ევროპის ლიგაზეც კი ვერ მოხვდნენ. იტალიელს ერთადერთი იმით შეუძლია იამაყოს, რომ შიდა ჩემპიონატში ჯერ მარცხი არ განუცდია. ალექს ფერგიუსონის გუნდს ფაქტიურად ყოველ მატჩში ბრძოლა უწევს, მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ ვნახეთ მათი ქამბექი. ერთი სიტყვით, ახლა ორივე კლუბისთვის მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირების არ წაგება.
"სიტი" (სავარაუდო შემადგენლობა): ჰარტი - მაიკონი, კომპანი, ნასტასიჩი, საბალეტა - იაია ტურე, ბარი - ნასრი, ტევესი, სილვა - აგუერო.
"ემიუ" (სავარაუდო შემადგენლობა): დე ხეა - და სილვა, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კერიკი, ფლეჩერი - იანგი, რუნი, უელბეკი - ვან პერსი.
"ინტერი" - "ნაპოლი" (კვირა, 23:45 საათი)
მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი ევროპის ლიგას დიდი მონდომებით არ ეკიდება, ისინი ფლეი-ოფში მაინც გავიდნენ მეორე ადგილიდან. სერია ა-ზე კონცენტრირებამ იტალიურ კლუბებს ევროპული იმიჯი შეულახა, თუმცა წარმატებებია შიდა ჩემპიონატში: "ინტერი" ლიდერებთან ერთად იბრძვის და ახლა მესამეა, ორი ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ "ნაპოლის", ხოლო "იუვეს" 4-ით. ამ მატჩმა შეიძლება გამოავლინოს თუ ვინ იქნება "ბიანკონერის" ყველაზე მთავარი კონკურენტი გრძელ დისტანციაზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ამ შეხვედრით დავტკბეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ სერია ა ცოცხალია.
"ინტერი" (სავარაუდო შემადგენლობა): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სილვესტრე, ჟეზუსი - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო - კასანო, პალასიო - მილიტო.
"ნაპოლი" (სავარაუდო შემადგენლობა): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, ბრიტოსი - მესტო, ბერამი, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - ინსინე, კავანი.
"ბეტისი" - "ბარსელონა" (კვირა, 23:55 საათი)
როგორც წესი, ამ გუნდების დაპირისპირება სანახაობით გამოირჩევა. ბოლო ექვს მატჩში სევილიელებსა და კატალონიელებს შორის 4-ზე ნაკლები ბურთი არ გასულა. ახლა კი "ბეტისს" შეუძლია მოგების იმედიც ჰქონდეს - ანდალუსიელები ზედიზედ 3 მატჩია იმარჯვებენ, დამარცხებულებს შორის მადრიდის "რეალიცაა". "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესი დაკარგა, დიდი ალბათობით ის ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"ბეტისი" (სავარაუდო შემადგენლობა): ადრიანი - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - ბენიატი, კანიასი, სევილია - კასტრო, მოლინა, კემპბელი.
"ბარსელონა" (სავარაუდო შემადგენლობა): ვალდესი - მონტოია, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, ფაბრეგასი, ვილია.