11:57 AM
უილშირი: "ყველას სურს, რომ უოლკოტმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს"




ჯეკი იმედოვნებს,რომ მისი თანაგუნდელი და პარტნიორი ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში "არსენალში" დარჩება.

"კლუბში ყველას სურს,რომ თეომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს",-განაცხადა "არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა.

"მიუხედავად ამისა,საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.ეს მხოლოდ მასა და კლუბის ხელმძღვანელობას ეხება.მე მას ყოველთვის ვეუბნები: "მიდი,თეო.გაახანგრძლივე კონტრაქტი". "მაგრამ ვიმეორებ,რომ საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს".

"თეო - შესანიშნავი ფეხბურთელია.რამოდენიმე დღის წინ გუნდის ხუთმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა,მათ შორის მეც ვიყავი.ვიმედოვნებთ,რომ თეო მეექვსე იქნება".

"თეომ იცის,რომ ეს რას ნიშნავს ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის",-დაასრულა უილშირმა.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: