8:43 PM უილშირი “ბაიერნის” ინტერესების სფეროში მოექცა | |
![]() მიუნხენის "ბაიერნმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა თავისი გუნდის შემადგენლობა ლონდონის "არსენალის” ნახევარმცველით ჯეკ უილშირით გააძლიეროს. როგორც ბრიტანული გამოცემა Metro იუწყება, ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენის იდეა პირადად ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნის, რომელიც უკვე მომდევნო თვიდან დაიწყებს მიუნხენურ გრანდში მუშაობას. შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბაიერნი” ინტერესს "მეთოფეთა” ფრანგი მცველის ლორან კოშიელნის მიმართ იჩენს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |