7:16 PM
"უიგანმა" "ატლეტიკოს" გოლკიპერი არენდით აიყვანა



ხოელ რობლესი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს "ნისლიან ალბიონზე" გაატარებს.

მადრიდის "ატლეტიკომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც "როხიბლანკოს" 22-წლის გოლკიპერი ხოელ რობლესი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს "უიგანში" დაასრულებს, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" სათამაშო პრაქტიკას პრაქტიკულად ვერ იღებს.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ექს-კიპერს მადრიდელების შემადგენლობაში დებიუტი 2010-წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ "ატლეტიკოს" მაისურით მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე.

რობლესისთვის ეს განათხოვრება მის კარიერაში პირველი არ იქნება - გასული სეზონის მეორე ნაწილი ესპანელმა კარის დარაჯმა "რაიო ვალეკანოში" გაატარა.
 
ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: