10:11 AM
უგო ლორისი: “ეს “დინამოსთვის” დიდი თამაშია, მისი გულშემატკივრის წინაშე”



საფრანგეთის ნაკრებისა და "ტოტენჰემის” მეკარე უგო ლორისმა Spurs TV-თან კომენტარი გააკეთა. მან "დინამო” თბილისთან გასამართი ევროპალიგის პლეი ოფის მატჩისა და მსოფლიო მუნდიალის შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 6 სექტემბერს, თბილისში გამართავს. მისი თქმით, არცერთი თამაში იქნება მარტივი.

"დინამო” თბილისი ბოლო 10 წელია რეგულარულად მონაწილეობს ევროთასებზე, ამიტომ უგო დიდ გამოწვევას ელოდება დღევანდელი თამაშისგან.

"ეს მარტივი თამაში არ იქნება, მითუმეტეს პირველი მატჩი გასვლაზე გვაქვს. "დინამო” გასულ სეზონში თავდაჯერებულად ასპარეზობდა და 2 ტიტულსაც დაეუფლა. ისინი არაფერს დაიშურებენ იმისთვის, რომ გამარჯვება მათ დარჩეთ. ეს მათთვის დიდი თამაშია, მათი გულშემატკივრების წინაშე, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კარგი თამაში აჩვენონ. მე გამარჯვების იმედი მაქვს.

რამდენიმე დღეში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ვბრუნდები ამ ქალაქში, ამ სტადიონზე. ვიცი, რომ ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იქნება და ეს ბოლო შანსია ჩვენი ნაკრებისთვის, რომ გაიმყაროს მუნდილზე გასვლა. ჩვენთვის ამ სტადიონზე თამაში იოლი არ იქნება”, – განაცხადა ლორისმა.

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: