7:34 AM უეფამ ევრო 2016-ის ლოგოტიპი წარადგინა | |
![]() საფრანგეთში ჩასატარებელი ევროპის 2016-წლის ჩემპიონატის ლოგოტიპი უეფას ოფიციალურმა საიტმა წარმოგვიდგინა. მომავალი ევროპის ჩემპიონატის დევიზი ასეთია: "საფეხბურთო ხელოვნების დღესასწაული”. ეს ლოგოტიპი პორტუგალიური დიზაინერული სააგენტოს – Brandia Central-ის მიერაა შესრულებული და ლოგოტიპების შესარჩევი კონკურსის ორგანიზატორების თქმით, ევროპირველობის დევიზს ყველაზე უკეთ სწორედ ეს ლოგო შეესაბამება. ცნობისათვის, საფრანგეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი 2016-წლის 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვის შემდეგ დასრულდება. წყარო: UEFA.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |