10:21 PM უახლესი სატრანსფერო სიახლეები | |
![]() ლონდონის "ჩელსი” "ვიტესის” 20 წლის ნახევარმცველის, მარკო ვან გინკელის შეძენას შეეცდება. "Evening Standard” -ის ცნობით, არისტოკრატებს ტრანსფერში გაელ კაკუტას ჩართვაც სურთ, რომელიც ჰოლანდიელების შეტევის ხაზში ირჯება. "მალაგა” მზადაა განიხილოს შეთავაზებები ისკოზე. მისით ყველაზე მეტად "სიტი” და "რეალი” არიან დაინტერესებულნი. "ტოტენჰემმა” მირალემ პიანიჩზე უარი თქვა, იმის შემდეგ, რაც მან "რომაში” დარჩენა ამჯობინა. ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით ასევე კატალონიური "ბარსელონა” იყო დაინტერესებული. "ბარსელონას” უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით დატოვებს 2 ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა. ფრანგმა მცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი "მონაკოსთან”, ხოლო ტიაგო ალკანტარას "მანჩესტერი” უხმობს და დიდი შანსია მომავალ სეზონში იგი წითელი ფორმით ვიხილოთ. მის სატრანსფერო ფასად 22 მილიონი ევრო სახელდება. და ბოლოს, მადრიდის "რეალის” და "ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, როისტონ დრენტე უახლოეს დღეებში პრემიერ ლიგიდან დაქვეითებულ "რედინგს” შეუერთდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |