9:40 AM
U21: სლოვაკეთმა საქართველო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა



საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, სლოვაკეთთან ევროშესარჩევის მატჩი მინიმალური სხვაობით – 0:1 წააგო.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლუქსემბურგიდან სლოვაკეთში 7 სექტემბერს ჩავიდა და მზადება იქ განაგრძო. სენეცის ეროვნული ნაკრების საწვრთნელი კომპლექსი, სადაც ეს მატჩი გაიმართა, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რადგან წელს, გიორგი დევდარიანის 17-წლამდე ნაკრებმა, სწორედ, აქ გაიარა ელიტრაუნდისწინა საწვრთნელი შეკრება. სენეცის სტადიონი 4 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. სამწუხაროდ, მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება ზრელაკის გოლით. ამის შემდეგ, თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ძალიან აქტიური იყო გიორგი ჭანტურია, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით, ქართველ შემტევს სლოვაკებთან არ გაუმართლა.

სამწუხაროდ, შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში მხოლოდ სამი ქულა ავიღეთ. არადა, ოქტომბერში გაცილებით რთული გამოცდა გველის, როცა თბილისში შოტლანდიისა და ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ.

9 სექტემბერი, 2013. სენეცი. ეროვნული ნაკრების საწვრთნელი კომპლექსი

სლოვაკეთიU21 – საქართველოU21 1:0 (1:0)

სლოვაკეთიU21: ლე გიანგი, პაუშეკი, დიონატანი, გიომბერი, მაზანი, ზრელაკი, ლაშიკი, სკვარკა (ლობოტკა 46), პაური (ჰროშოვსკი 59), ლალკოვიჩი (მესაროში 78), შრანცი
მთ.მწვრთნელი – ივან გალადი

საქართველოU21: ნადირაძე, ტვილდიანი, უბილავა, კობახიძე, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, კვეკვესკირი (კაპ), ს.კვირკველია (ჯიღაური 68), სხირტლაძე, გ.ჭანტურია
მთ.მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე

გოლი: ზრელაკი (18)

გაფრთხილება: შკვარკა, პაური, კვეკვესკირი, ჭანტურია, უბილავა

მსაჯი: ალან-მარიო სანტი (მალტა)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჰოლანდიის ნაკრებმა მინიმალური უპირატესობით – 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგის გუნდი. ამჟამად კი, ჩვენს ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:

ნანახია: 260 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: