9:08 PM U19 – წილისყრის მოლოდინში… | |
![]() გუშინ, დასრულდა 19-წლამდელთა ელიტრაუნდის ბოლო ტურის მატჩები და იმ მერვე გუნდის ვინაობაც გაირკვა, რომელიც 20 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს სერბეთის ნაკრებია. მაშასადამე, 19-წლამდე ასაკში, ევროპის საუკეთესო 8 გუნდია – საფრანგეთი, სერბეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, საქართველო, თურქეთი და ჩემპიონატის მასპინძელი ლიტვა. ახლა, ყველა წილისყრის მოლოდინში ვართ, რომელიც 14 ივნისს, კაუნასში გაიმართება და მას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი – ნიკოლოზ ჩხეიძე დაესწრება. სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ლიტვაში 13 ივნისს გაემგზავრება და წილისყრამდე სამუშაო შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას. გუნდები, ტრადიციულად, ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. იქვე შედგება კალენდარიც და დადგინდება, რომელი ჯგუფი რომელ ქალაქში ითამაშებს. წილისყრის შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებს მასპინძლები იმ სასტუმროებსა და სტადიონებს დაათვალიერებინებენ, რომლებმაც ევროპირველობას უნდა უმასპინძლოს. უკვე ცნობილია, რომ გუნდები კაუნასში იცხოვრებენ. ხოლო, თამაშებს მარიამპოლი და ალიტუსიც უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვის დღეები უკვე ცნობილია – 20, 23 და 26 ივლისი. ნახევარფინალები 29 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ვინაობა კი, 1 აგვისტოს გახდება ცნობილი. სფფ-ის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |