საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა 19-წლამდელთა ნაკრებთან ტესტ-მატჩი გამართა.
ამხანაგური მატჩი მცხეთაში, სტადიონ „მცხეთა პარკზე" გაიმართა. 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა - კახა კაჭარავამ, ამ თამაშში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გამოსცადა. რაც შეეხება 17-წლამდე ნაკრებს, გიორგი დევდარიანის გუნდი თითქმის ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი.
17-წლამდელები - 19-წლამდელები 1:2
U17: გოშაძე, გელაშვილი, ტაბიძე, პატარკაციშვილი, შულაია, მალანია (კაპ), თევზაძე, ხარაიშვილი, ზარანდია, ხორხელი, კერძევაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშხია, რუხაძე, ბერიძე, გოროზია, ქურდაძე, ველიაშვილი, მარგველაშვილი, მესხი
U19: მიქავა, ღაღანიძე, ნ.ჭანტურია, გურეშიძე, კალანდაძე, ქარდავა, სულთანიშვილი, დიასამიძე, მურცხვალაძე, არაბული, კაჭარავა
შეცვლაზე შევიდნენ: თებიძე, ბარათელი, ფუტკარაძე, ქოჩლაძე, ღერკენაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ჩიგოევი
გოლები: კაჭარავა (0:1), ზარანდია (1:1), დიასამიძე (1:2)
ასაკში სხვაობის მიუხედავად, 17-წლამდელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და რიგ შემთხვევებში, უკეთაც კომბინირებდნენ. მათ კარში კი, გოლები დაცვის ცენტრალური რგოლის შეცდომების შედეგად გავიდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუკა ზარანდიას გოლი. ახალგაზრდა შემტევი შესანიშნავად გასცდა ერთ მცველს და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან პირდაპირ „ცხრიანში" ჩაახვია ბურთი.
17-წლამდელები ამ საწვრთნელ შეკრებას 12 ოქტომბერს, „დინამო" თბილისის დუბლშემადგენლობასთან ტესტ-მატჩით დაასრულებენ. ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებელი დასკვნითი საწვრთნელი შეკრება კი, გიორგი დევდარიანს 23 ოქტომბრიდან აქვს დაგეგმილი.
სფფ-ის პრესსამსახური