საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ჩატარებულ ბოლო ტესტ-მატჩში „ზესტაფონის" დუბლები 3:1 დაამარცხა. შეხვედრა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" გაიმართა.
17-წლამდელები - „ზესტაფონი" (დუბლები) 3:1 (2:0)
გოლები: კერძევაძე (1:0, 2:0), კობახიძე (3:0); გაჩეჩილაძე (3:1 პენ)
U17: გოშაძე, ტაბიძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, შულაია, მალანია (კაპ), ხარაიშვილი, რუხაძე, ზარანდია, ხორხელი, კერძევაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, ლაშხია, გოროზია, მესხი, ბერიძე, პატარკაციშვილი, კობახიძე
მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი
„ზესტაფონი" (დუბლები): მახათაძე, თვალავაძე, ჯიქიძე, რობაქიძე, გაჩეჩილაძე, შალამბერიძე, სარდალიშვილი, ხუჯაძე, ჭანტურიშვილი, კიკნაველიძე, კვერნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გიორგაძე, ღირდალაძე, ეგუტიძე, ჭეიშვილი, გუნცაძე, ლეკვეიშვილი
მთ.მწვრთნელი - გიორგი მიქაძე
17-წლამდელები პირველ ტაიმშივე დაეუფლნენ სერიოზულ უპირატესობას. ამ ტესტ-მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ პატარა „ჯვაროსნებს" შეტევაში სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ. ანგარიში ილია კერძევაძემ გახსნა, რომელმაც ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ აიღო ზესტაფონელთა კარი და ნაკრები 2 ბურთით წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში, 17-წლამდელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მოედანზე ახლადშესულმა ოთო კობახიძემ მესამე ბურთიც გაიტანა, რასაც „ზესტაფონმა" მხოლოდ ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით უპასუხა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ თამაშით U17-მა ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ახლა, მთავარია გუნდი სწორად მომზადებული მივიდეს შესარჩევ მატჩებამდე.
„ბოლო მატჩი აშკარად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ ძალიან ბევრია. კარგი იქნებოდა, ახლა რომელიმე ტურნირზე ვყოფილიყავით და იქ გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, ვერ წავედით. მეორე შეკრებამდე ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტი გვექნება; ასე რომ, მუშაობას ერთი დღეც არ შევწყვეტთ და იმედი მაქვს, ჩვენს მიერ შერჩეული ბირთვით, ელიტრაუნდის შესარჩევ მატჩებს წარმატებით გავართმევთ თავს" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.
სფფ-ის პრესსამსახური