9:56 PM U17 „კასპიის თასზე“ მიემგზავრება – შევინარჩუნებთ თუ არა ტიტულს?! | |
![]() ხვალ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი (1997 წელს დაბადებულები) აზერბაიჯანში, ყოველწლიურ ტრადიციულ ტურნირზე – „კასპიის თასზე" მიემგზავრება. ნოდარ აკობიას გუნდისთვის, წელს ეს უკვე მეორე საერთაშორისო ტურნირია. აპრილში, ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთის „Development Cup" – ზე ითამაშა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი, იანვარში, თბილისში ყაზახეთის ნაკრებთან გამართა ამხანაგური შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ „კასპიის თასი" ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისთვის უკვე ტრადიციული ტურნირია. შარშან, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელები ჩემპიონებიც გახდნენ, როცა ფინალში მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს და თასი თბილისში ჩამოიტანეს. წელს, ნოდარ აკობიას ბაქოში ასეთი შემადგენლობა მიჰყავს: მცველები: ვასილ კაციტაძე, ანდრო ნემსაძე (ორივე „დინამო" თბილისი), რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია (ყველა „საბურთალო"), ირაკლი კომახიძე („შუქურა", ქობულეთი) ნახევარმცველები: ნიკა ქორიძე (35-ე სკოლა), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი"), ირაკლი ბიძინაშვილი, გურამ გოშთელიანი (ორივე „საბურთალო") თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო"), გიორგი ბერიძე („ჩიხურა", საჩხერე), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი"), გიორგი ზარია (35-ე სკოლა), გიორგი ჯობავა („ოსერი", საფრანგეთი) „კასპიის თასი" 29 მაისიდან დაიწყება. წელს, ტურნირში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, იაპონიის, იორდანიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის, ურუგვაის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები. ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდები სამ-სამად დაყვეს და ოთხ ჯგუფში გადაანაწილეს. აშშ ყირგიზეთი B ჯგუფი საქართველო ყაზახეთი C ჯგუფი უზბეკეთი იორდანია D ჯგუფი იაპონია ტაჯიკეთი საქართველოს ნაკრებისთვის, ჯგუფში მოხვედრილი ორივე მეტოქე კარგად ნაცნობია – ბულგარეთთანაც და ყაზახეთთანაც ნათამაშები გვაქვს. საინტერესო იქნება ურუგვაისა და აშშ-ს ნაკრებებთან შეხვედრაც, რადგან ამ გუნდებთან არ გვაქვს ნათამაშები. 29 მაისს ჩვენს ნაკრებს თამაში არ უწევს და ასპარეზობაში 30 მაისიდან ჩავებმებით. ტურნირის სრული კალენდარი კი, ასეთია: ურუგვაი – ტაჯიკეთი აზერბაიჯანი – ყირგიზეთი ბულგარეთი – ყაზახეთი 30 მაისი ყაზახეთი – საქართველო (სტადიონი „ბაილი". დასაწყისი 18:00 – თბილისის დროით) ტაჯიკეთი – იაპონია 1 ივნისი იაპონია – ურუგვაი აზერბაიჯანი – აშშ საქართველო – ბულგარეთი 2C vs 2D 3A vs 3B 3C vs 3D 3 ივნისი 1C vs 1D 4 ივნისი 2A vs 2B-ს შორის მოგებული vs 2C vs 2D-ს შორის მოგებული 3A vs 3B-ს შორის წაგებული vs 3C vs 3D-შორის წაგებული 3A vs 3B-ს შორის მოგებული vs 3C vs 3D-ს შორის მოგებული 5 ივნისი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |