11:19 PM
U17 „კასპიის თასზე“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს



საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, „კასპიის თასზე" ნახევარფინალური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრებთან პენალტების სერიაში დათმო.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა. თუმცა, ქართველ ახალგაზრდებს არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. პენალტების სერიაში კი, უფრო ზუსტები ტურნირის მასპინძლები აღმოჩნდნენ და ხუთივე დარტყმა გამოიყენეს. ქართველთაგან პენალტები გაიტანეს რატი კაკიაშვილმა, გიორგი წივილაშვილმა, ნიკა ქორიძემ და ანდრო ნემსაძემ. ბოლო დარტყმა კი, ნიკა ლაშხიამ შეასრულა და მას აზერბაიჯანელთა მეკარემ აჯობა. აზერბაიჯანი ფინალში გავიდა, სადაც ის თურქეთს შეხვდება. ნოდარ აკობიას გუნდი კი, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონიას დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრები ხვალ, 5 ივნისს გაიმართება.

აზერბაიჯანიU17 – საქართველოU17 0:0 (5:4 პენ)

საქართველოU17: გოშაძე, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, ბიძინაშვილი (ქორიძე 52), გოშთელიანი (არაბიძე 52), ბერიძე (ჯობავა 55), ლაშხია, აბელაშვილი, მიქელთაძე (წივილაშვილი 65), ნემსაძე
მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია

სფფ-ის პრესსამსახური

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: