10:02 PM
თუ კავანის ფასს არ დააკლებენ, მაშინ “ჩელსი” გომესს შეიძენს



"არისტოკრატებმა” შესაძლოა "ბაიერნის” ფორვარდი გადაიბირონ.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის” ტრიუმფალური სეზონის განმავლობაში მარიო გომესს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა, რადგან სეზონის პირველი ნაწილი გამონჯამრთელებასა და ფორმაში ჩადგომას მოანდომა, მეორეში კი შემადგენლობიდან მარიო მანჯუკიჩის ამოგდება ვეღარ შეძლო.

სეზონის დასრულების შემდეგ, თავდამსხმელის აგენტმა ული ფერბერმა განაცხადა, რომ მარიომ მიუნხენის დატოვება გადაწყვიტა და ახლა იგი კლიენტისთვის ახალ სამუშაო ადგილს ეძებს.

ბრიტანულმა პრესამ უკვე დაწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე ფერბერი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც "ჩელსის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა. ახლა კი ინგლისელების ინტერესი უფრო სერიოზულია.

"არისტოკრატებს” ამ ზაფხულს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურთ, თუმცა ფინანსური ფეირ პლეის გამო, მთავარი სატრანსფერო მიზნის ედინსონ კავანის სანაცვლოდ 63 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ. "ნაპოლიმ”, რომელიც კავანის 63 მილიონად აფასებს, "ცისფრების” რამოდენიმე შეთავაზება უკვე უარყო.

ახლა კი ჟოზე მოურინიომ ყურადღება გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდზე გაამახვილა, რომელსაც კლუბის დატოვება სურს. იმ შემთხვევაში, თუ აურელიო დე ლაურენტისი კავანის ფასს არ დააკლებს, მაშინ უახლოეს დროში "ჩელსი” მარიო გომესის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბაიერნთან” მოლაპარაკებებს წამოიწყებს.

ცნობისათვის, პრესის ინფორმაციით, გერმანელის მიმართ ინტერესს "იუვენტუსი”, "ნაპოლი” და "ფიორენტინაც” იჩენენ.

წყარო: Sunday Times

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: