4:44 PM
"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი




გთავაზობთ 12 ქვეყნის გუნდებს, რომლებიც პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატის სათავეში მოექცნენ.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

"მანჩესტერ იუნაიტედი". ისინი მეორე წრის დასაწყისამდე, პირველ პოზიციას იკავებენ. მათი უახლოეს მდევარი, "მანჩესტერ სიტია", რომელსაც შვიდი ქულით უსწრებენ. "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგაზე საქმე, მთლად კარგად ვერ აქვთ. მართალია, 1/8 ფინალში გასვლა ძალიან ადვილად მოახერხეს, მაგრამ მათ პლეიოფში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებათ.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

კატალონიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობენ. მთავარ მეტოქეს, მადრიდის "რეალს" 16 ქულით უსწრებენ, რომლებიც მესამეზე არიან. მეორე ადგილას, "ატლეტიკო მადრიდია" 40 ქულით. ამ გუნდს წელს უდიდესი ამბიცია აქვს. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე, "ემიუს" მსგავსად უპრობლემოდ გავიდა. "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მერვეფინალში, "მილანი" დაუპირისპირდებათ, რომელიც არც თუ ისე კარგ პერიოდშია.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის გამარჯვებული, შარშანდელი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი"გახლავთ, რომელსაც 44 ქულა აქვს. მეორე პოზიციაზე "ლაციო" იმყოფება. ეს გუნდი ლიდერებს 8 ქულით ჩამორჩება. "როსონერი", კი თავიანთი საშინელი დასაწყისის შემდეგ, თანდათან ზევით მოიწევენ. მათ 18 შეხვედრაში 28 ქულა მოუგროვდათ. ჩემპოინთა ლიგაზე ტურინელებს ყველაზე ძალიან გაუმართლათ. მათ ჩემპიონატის ერთ-ერთი აუთსაიდერი, შოტლანდიური "სელტიკი" შეხვდათ.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

მიუნხენის "ბაიერნი", წინ ძალიან გაიჭრა და არ აპირებენ ამ უპირატესობის დათმობას. მათი მდევარი ლევერკუზენის "ბაიერია", რომელიც მეორე ადგილზე 33 ქულითაა. შარშანდელი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია", კი ჯერ-ჯერობით მესამე პოზიციაზეა, რომელსაც 30 ქულა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენელებს ფანტასტიკურად საქმე ნამდვილად არა აქვთ. პლეიოფში მათი მეტოქე, ლონდონის "არსენალი" იქნება.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

ეს ის გუნდია, რომელიც თავიდან აღორძინებას იწყებს. "პარის სენტ ჟერმენი". მათი განხორციელებული ტრანსფერების მიხედვით დადგინდა, რომ ფული მათთვის პრობლემას არ წამოადგენს. კარგი ფეხბურთელების ყიდვის მიუხედავად, ისინი ვერ ფლობენ კომფორტულ უპირატესობას-პირველი წრის შემდეგ, "პ.ს.ჟ."-ს, "ლიონს" და "მარსელს", თანაბარი 38-38 ქულა აქვთ. ასე რომ, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარი, სავარაუდოდ ძალზე საინტერესო გამოდგება.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

მოსკოვის "ცსკა". არავისთვის არაა მოულოდნელი, რომ ეს გუნდი რუსეთის ზამთრის ჩემპიონი გახდა. გუნდი ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. მართალია, წელს მათ ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუმართლათ, მაგრამ ისინი იმედს მაინც არ კარგავენ. შესაძლოა ცოტა გასაკვირია, რომ "ანჟი" მეორე ადგილზე იმყოფება, რადგან ამ კლუბმა "პ.ს.ჟ."-ს მსგავსად, ძალიან კარგი ფეხბურთელები შეიძინა.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

უკრაინის პირველი წრის გამარჯვებული, სხვა ვინ თუ არა დონეცკის "შახტარია". ეს კლუბი ცნობილია თავისი კარგი ისტორიით, მაგრამ ახლა მთლად ასეთივე სიტუაციაში ნამდვილად არ იმყოფებიან. აქ იმდენი ბრაზილიელი მოთამაშე ასპარეზობს, რომ ამ კლუბს "მეორე ბრაზილიის ნაკრები" შეარქვეს. დონეცკელები უკვე ძალიან დიდ და კომფორტულ უპირატესობას ფლობენ, რისი გაფლანგვაც, თითქმის შეუძლებელია. მათი მთავარი მეტოქე, დნეპროპეტროვსკის "დნეპრია", რომელიც ცხრილის ლიდერებს, 13 ქულით ჩამორჩება.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

"ოლიმპიაკოსი" "ცსკას" მსგავსად დიდ პროგრესს განიცდის. მათ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან გაუმართლათ და მერვედფინალშიც კი მოხვდნენ. ისინი პირველ პოზიციას 39 ქულით უკავებენ და რვა ქულით უსწრებენ თავიანთ მთავარ მეტოქეს, "პაოკ თესალონიკს".

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

თურქული "გალათასარაი" ძალიან იმსახურებს ქვეყნის ზამთრის ჩემპიონობას და არამარტო ზამთრის, არამედ მთლიანად სეზონის. ეს გუნდი ძალიან განვითარდა, რაც ამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშმა დაადასტურა. მათ ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰყავდათ და მაინც მოახერხეს პლეიოფში გასვლა. რომ ვთქვათ, "გალათასარაი" ჩემპიონატში უდიდეს უპირატესობას ფლბსთქო, ნამდვილად ტყუილს ვიტყვით. მათ ფეხდაფეხ მოსდევს "ბეშიქთაში", რომელიც ასევე პროგრესირებს. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და მეორე ნახევარში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

"ანდერლეხტს" ჩემპიონატში ძალიან კარგად აქვს საქმე, თუმცა არ უმართლებს ჩემპიონთა ლიგაზე. მათ აშკარად შეეძლოთ ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს. როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 12 წაგება აქვს, რაც მსოფლიო "რეკორდია". რაც შეეხება ბელგიის ჩემპიონატს, იქ უკვე თითქმის ყველაფერია გადაწყვეტილი, თუ მეორე წრეში "ანდერლეხტი" რაიმე "სასწაულს" არ შემოგვთავაზებს. ისინი მთავარ მეტოქეს "ეიულტე-ბაგერემს" 8 ქულით უსწრებენ.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

"ბენფიკაც" პროგრესირებს. ნამდვილად არაა გასაოცარი, პორტუგალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში "არწივების" დანახვა. მართალია, მათ არ აქვთ იდეალური შედეგი, მაგრამ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან. მეორე ადგილზე, "პორტუ" იმყოფება და ლიდერებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. "ბენფიკას" "ანდერლეხტის" მსგავსად, დიდი შანსი ჰქონდა გასულიყო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. მართალია, მათ ჯგუფში "ბარსელონა" იყო, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ნამდვილად აზრიანი იყო. მათ არ უნდა დაეთმოთ პლეიოფის საგზური ისეთი გუნდისთვის, როგორიც "სელტიკია". არა იმიტომ, რომ არ დაიმსახურეს, არამედ მათი საფეხბურთო კლასიდან გამომდინარე.

"ცსკა", "ბარსელონა" და კიდევ ათი ზამთრის ჩემპიონი

და ბოლო კლუბი, ეს "პე ეს ვეა". ცოტა არ იყოს გასაკვირია, მათი ჰოლანდიის პირველი წრის ჩემპიონობა. "აიაქსი", საკმაოდ კარგად ასპარეზობდა, მაგრამ მაინც მეოთხე ადგილს დაკვიდრდა. მათ ძალიან არ გაუმართლათ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სამ გრანდთან ერთად მოხვდნენ. "პ.ს.ვ."-ს მთავარი კონკურენტი "ტვენტეა". ამ გუნდებს თანაბარი 40-40 ქულა აქვთ და ნიდერლანდების სეზონის მეორე ნახევარი, აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება.
ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: