7:06 PM
ციფრებში დანახული იმერული დერბი



კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ადგილობრივი კლუბისა და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩს უმასპინძლებს.


სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ერთმანეთში 17-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 4 დასრულდა ფრედ, 5 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში ზემოიმერელი ფეხბურთელები მინიმალურ უპირატესობას ფლობენ - 17:16.

სულაც არ იყო იშვიათი შიდაიმერული "გარჩევები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ და მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს ქუთათურებმა; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ექს-ტორპედოელ ზურაბ იონანიძეს გაუტანია - იონას ანგარიშზე 6 გოლია. ჯაბა დვალს "ტორპედოს" კარი 3-ჯერ (სათასო მატჩების ჩათვლით) აქვს აღებული, 2-2-ჯერ კი მეტოქის კარის ბადე მურთაზ დაუშვილსა და თორნიკე გორგიაშვილს შეურხევიათ...

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან" კვირას, 11 ნოემბერს, გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხზე” გადაიცემა.

ნანახია: 277 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ციფრებში დანახული იმერული დერბი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: