4:21 PM
The Telegraph: ფერგიუსონი პენსიაზე შესაძლოა ამ კვირის ბოლოს გავიდეს



ავტორიტეტული გამოცემა ირწმუნება, რომ დიდებული მენეჯერი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს” 26 წელიწადია, რაც წვრთნის, მზადაა სამწვრთნელო სამუშაო ჯერ კიდევ "სუონსისთან” გასამართ მატჩამდე დაასრულოს.

ამასთან დაკავშირებით ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც კლუბის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა სპორტის ერთ-ერთი სახეობა გოლფი ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ სხთოვეს ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა "წითელი ეშმაკუნების” ხელმძღვანელობას, ეს მცდელობები მაინც უშედეგოდ დასრულდა.

პრობლემა შესაძლოა იმაში არსებობდეს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში "ემიუმ” აქციის ნაწილი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განათავსა და მისი პირობების თანახმად, მართვის ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აკურატულად უნდა მოექცნენ.

იმ წყაროს ინფორმაციით, რომელიც თავად ფეხბურთელებთანაა ახლოს, სწორედ ამ გოლფის მატჩის დასრულების შემდეგ გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მანიკუნიანელების 71-წლის მწვრთნელმა შესაძლოა დაკავებული პოსტი დატოვოს, მიუხედავად ჯერ კიდევ გასულ კვირას "ჩელსისთან” მატჩისწინანდელ პროგრამაზე განცხადებული კომენტარისა, სადაც სერ ალექსი მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრობს.

მედიამ მაშინვე სერ ალექსის შესაძლო შემცვლელებზე დაიწყო საუბარი – დევიდ მოიესსა და ჟოზე მოურინიოზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაბამისად "ევერტონსა” და "რეალს” დატოვებენ. ამავდროულად "ემიუს” ზოგიერთი ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ როდესაც ფერგიუსონი წავა, სამწვრთნელო შტაბში რაიან გიგზიც მაშინვე შევა.

ამაში თავის როლს ის ფაქტორიც ასრულებს, რომ უეფაში თანამდებობის დაკავების გამო, კლუბს აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილიც ტოვებს – ადამიანი, რომელსაც სერ ალექსი ენდობოდა და მასთან ერთად მანიკუნიანელებს მრავალი წლის განმავლობაში მეთაურობდა.

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: