ლონდონურ კლუბში დიდი ყურადღებით აკვირდებიან დევიდ მოიესის სამუშაოს "ევერტონში".
სავსებით რეალურია, რომ "ჩელსის" ზაფხულში ახალი მწვრთნელის ძიება მოუწიოს. ჭორების მიხედვით, რომან აბრამოვიჩი კმაყოფილია ბენიტესის მუშაობით, თუმცა ლონდონელი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და შესაძლოა ამან რუს მილიარდელს ესპანელის დათხოვნა გადააწყვეტინოს.
The Telegraph-ის ცნობით, დევიდ მოიესს საკმაოდ დიდი შანსები აქვს იმისთვის, რომ "ჩელსი" ჩაიბაროს.
მწვრთნელს "ევერტონთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, 49 წლის სპეციალისტი კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ აპირებს.
დედაქალაქელები ყურადღებით აკვირდებიან მოიესის სამუშაოს და თუ ის მომავალშიც არ ისურვებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაშინ შესაძლოა "ლურჯებმა" მას ოფიციალური წინადადებით მიმართონ.
"სტემფორდ ბრიჯისთვის" საყვარელი ჟოზე მოურინიოც კანდიდატებს შორისაა. პორტუგალიელმა ვერა და ვერ დაალაგა სიტუაცია "რეალში" და ზაფხულში ის დიდი ალბათობით მადრიდს დატოვებს, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რომლის გამოც შესაძლოა მან ლონდონში დაბრუნება არ ისურვოს. The Telegraph-ის მტკიცებით, ჟოზეს "პსჟ"-ში გადასვლა უფრო რეალურია.