10:09 AM
თემურ ქეცბაია: თუ არ ირბენ, თამაშს ვერ მოიგებ



ფინეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალსიტების წინაშე წარსდგა.

თემურ ქეცბაია: "სამწუხაროა, რომ ბოლო თამაში თბილისში წარუმატებლად დავასრულეთ. თამაშიდან გამომდინარე, თუ მოგებას არა, წაგებას არ ვიმსახურებთ. იმ პირველი თამაშის მერე, გუნდი ფიზიკურად არ იყო მზად იმისთვის, რომ კიდევ ერთი თამაში კარგად ჩაგვეტარებინა. კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა ესპანეთთან ჩასატარებელი და ყველაფერს გავაკეთებთ შედეგის მისაღწევად.
შემქნელი ფეხბურთელი გვაკლია, რომელიც წინ უფრო მეტს გააკეთებს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ თავიანთ გუნდებში, ზოგი სკამზე ზის, ზოგი თამაშობს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო. თუ არ ირბენ, არ იმოძრავებ, ძალიან რთულია რამე გამოვიდეს.

ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ოქრიაშვილი, თარგამაძე, ანანიძე, მათგან უფრო მეტს ველოდებით.

დღევანდელი მატჩის არბიტრს რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ მას მოუწია ამ შეხვედრის განსჯა. პრობლემები მაქვს მასთან. როცა კვიპროსში ვმუშაობდი, ამ მსაჯმა ჩაგვიშალა თამაში. თუმცა იმ წელს ჩემპიონები გავხდით. იმასაც ვფიქრობდი, უეფასთვის მიგვემართა, რომ მსაჯი გამოეცვალა. დღეს ისეთი პენალტი დაგვიდო, სხვა არბიტრი არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ძალიან ბევრი რამის მიღწევა გვინდა ფეხბურთში. მიჩვეული ვართ კარგ ფეხბურთს, რომელიც წლების წინ იყო. დრო გადის. რაღაც უნდა გაკეთდეს ქართულ ფეხბურთში. ეს პლეადა კიდევ არის. ესენი რომ წავლენ, მათ ნაცვლად ვინ მოვა? იყვნენ ბიჭები, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობდნენ. ისინი წავიდნენ. გუნდების დონეზე რომ ვერ ვაღწევთ წარმატებას, ეს ამის შედეგია. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანაც რთულ მდგომარეობაშია. სად ფინეთის ქვეყნის დონე და სად ჩვენი, ესეც ახდენს გავლენას.

ჩვენი გეგმა იყო ის, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა, მიგვეცა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსი. მიზნად დავისახეთ მესამე ადგილი, თუმცა ეს არ იყო იმის გარანტია, რომ მესამე ადგილს დავიკავებდით. ეს გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში უნდა მოგვემზადებინა მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის. ჩვენ რომ გუნდი ჩავიბარეთ, იმ ციკლში მე-6 ადგილზე იყო, შემდეგ მე-5 ადგილზე ავედით, შესაძლოა ეს შესარჩევი ეტაპი მე-4 ადგილზე დავასრულოთ.

მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთის დონე ამაღლდეს.

ხიზანიშვილი ავტობუსში იმიტომ არ იყო, რადგან განაცხადში ვერ მოხვდა, ალბათ ეწყინა”.

გიორგი მორჩაძის ფოტო
წყარო: მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: