5:18 PM
თემურ ქეცბაია: თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ წავაგეთ!



ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

"კარგი მატჩი იყო. მთელი თამაშის განმავლობაში მის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით. მომენტები საკმაოდ გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შევძელით. რაც მთავარია, მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩით. და მოგებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით, მაგრამ წავაგეთ” -განაცხადა ქეცბაიამ.

"ყაზახეთთან წაგება კარგი გაკვეთილი იყო სექტემბერში გასამართი ოფიციალური მატჩის წინ. ნამდვილად რთული ოფიციალური შეხვედრები გველის. ჩვენი მიზანი კი უცვლელია. რაც შეეხება მსაჯობას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისედაც ყველაფერი ნათელია”.

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: