ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთან თამაშამდე ერთი დღით ადრე, მინსკის „დინამოს" სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პრესკონფერენცია საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ქეცბაიამ ბელარუსი ჟურნალისტების ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. „ჯვაროსანთა" თავკაცის თქმით, მის გუნდს ძალიან რთული მატჩი ელის, თუმცა, ქართველები მხოლოდ მოსაგებად გავლენ მოედანზე.
„ფინელებთან დაძაბული მატჩი ვითამაშეთ; თან ძალზე დასანანი გოლი გავუშვით, ერთი შეცდომა დავუშვით და გამარჯვება ხელიდან გამოგვეცალა...შევეცდებით, ხვალინდელ მატჩში შეცდომები არ დავუშვათ; სწორი, გამართული თამაში ვაჩვენოთ, ჩვენი ხასიათი გამოვავლინოთ და მოვიგოთ" - განაცხადა ქეცბაიამ.
- ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები დაახასიათა, როგორც რთულადგამოსაცნობი გუნდი, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. ხვალ როგორ ითამაშებთ?
- რთულადგამოსაცნობი?!.. საინტერესოა. ახლა ვერაფერს გეტყვით. ხვალ, სტადიონზე რომ მოხვალთ, თავად ნახავთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და შევეცდებით, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა, პრობლემები არ გვაქვს და მზად არიან სათამაშოდ.
- არ გეშინიათ, რომ თქვენი ფეხბურთელები მეტოქეს სათანადოდ არ შეაფასებენ?
- არ შეაფასებენ? - გამორიცხულია! უბრალოდ, ჩვენ ერთი თვის წინ ვითამაშეთ ბელარუსთან და ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. ესპანეთთან თამაშით და იმ მატჩის შედეგით ნამდვილად არ ვიმსჯელებთ, რადგან ესპანელებთან ჩვენც ვითამაშეთ და ეს მართლაც ურთულესია. თანაც, ჩვენს მეტოქეს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - გლები დაემატა, რამაც, ჩემი აზრით, გუნდი უფრო გააძლიერა. მეტს ვერავის გამოვარჩევ... ბელარუსი ჩვენთვის ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მინსკის „დინამოს" სტადიონზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, ბელარუსთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური