დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგნენ. დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დუშან უჰრინმა 2013 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. ორჯერად წვრთნაში მონაწილეობა 23 ფეხბურთელმა მიიღო:
გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კოკა სეფიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით ხოჭოლავა, გიორგი სეთურიძე, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, ირაკლი ლექვთაძე, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე.
პირველი ვარჯიში ჩაატარეს გუნდის ახალწვეულებმაც: გიორგი შაშიაშვილმა, ლაშა შინდაგორიძემ და ნიკა დიასამიძემ.
გუნდს ხვალ შეუერთდებიან კარლეს კოტო, მიკელ ალვარო, დარკო გლიშიჩი და რობერტინიო. გუნდის ექიმის გადაწყვეტილებით ჩისკო, რომელსაც მიკრო–ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთად ვარჯიშს, 21 იანვრიდან, უცხოურ შეკრებაზე დაიწყებს.
თბილისელთა ახალწვეულმა კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა:როდესაც გავიგე, რომ ჩემით დინამო თბილისი იყო დაინტერესებული, ბევრი არ მიფიქრია. ყველა ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დინამოში თამაში ოცნებადაა ქცეული. დინამო თბილისი ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ გუნდში პირველად ვივარჯიშე. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპის ვარჯიშები დამხვდა, საწვრთნელი პროცესისთვის ალღოს აღება არ გამჭირვებია. გუნდში ფანტასტიკური სიტუაციაა, ფეხბურთელს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი მონაცემები კიდევ უფრო გააუმჯობესოს – ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს, აქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და ვფიქრობ ახალ გუნდთან და ახალ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად მექნება. ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო, ამისთვის სულს და გულს დავდებ მოედანზე და შევეცდები გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
თავისი მოსაზრება გამოხატა მეორე ახალწვეულმა ლაშა შინდაგორიძემაც: ძალიან გახარებული ვარ, რომ ისეთ გუნდში მომიწევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება, როგორიც დინამო თბილისია. იმედი მაქვს გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ. დინამოში თავს უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ, ჩემი თაობის ფეხბურთელებთან დიდი ხანია ვმეგობრობ. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ვფიქრობ ადაპტაციის პრობლემა არ მექნება. მართალია, ბოლო ერთი წელიწადი სტაბილურად არცერთ გუნდში მითამაშია, თუმცა ახლა დინამოსთან სრულფასოვანი კონტრაქტი მაკავშირებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში ღირსეული ადგილი დავიმკვიდრო.