26 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრა, ტრადიციულად, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში შედგა და მას თასის გათამაშებაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
1/8 ფინალში გასულ 12 გუნდს ("გურია", "გაგრა", "დინამო" ბათუმი, "ზუგდიდი", "კოლხეთი" (ფოთი), "ჩიხურა", "შუქურა", "სიონი", "სამტრედია", "ვიტ ჯორჯია", "სპარტაკი" (ცხინვალი), "დინამო" თბილისი) ამ ეტაპიდან ის გუნდებიც შეუერთდნენ, რომლებიც გასულ წელს ევროტურნირებში მონაწილეობდნენ ("ტორპედო", "მეტალურგი", "დილა" და "ზესტაფონი").
სფფ-ის დებულების თანახმად, წილისყრის დროს, გუნდები ორ კალათად დაიყო. პირველ კალათში განთავსდა 2012/13 წწ ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით ცხრილში საუკეთესო 8 გუნდი. ხოლო მეორე კალათში კი, სხვა დანარჩენი გუნდები. საბოლოოდ, შესაბამისი ნომრების არჩევისა და წილისყრის შემდეგ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
დილა - სამტრედია
დინამო ბათუმი - მეტალურგი
ვიტ ჯორჯია - სპარტაკი
გურია - ზესტაფონი
ჩიხურა - შუქურა
სიონი - ზუგდიდი
ტორპედო - გაგრა
კოლხეთი (ფოთი) - დინამო თბილისი
1/8 ფინალში, გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. პირველი მატჩები 2013 წლის 26 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები კი - 2 მარტს.
სფფ-ის პრესსამსახური