8:07 AM
ტორესი რაულს უახლოვდება






ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით ტორესი რაულს უახლოვდება…

გუშინ გამართულ შეხვედრაში, სადაც ეპანეთის ნაკრებმა ტაიტს გამანადგურებელი ანგარიშით სძლია, "ფურია როხას” ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა პოკერი შეასრულა, რითაც 35-მდე გაზარდა მისი გოლების რაოდენობა ეროვნულ ნაკრებში. ამ მაჩვენებლით ელ ნინიო მესამე ადგილზეა ესპანეთის ყველა დროის ბომბარდირებში რაულისა (44 გოლი) და ვილიას (56 გოლი) შემდეგ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტორესისთვის ეს პირველი პოკერი იყო ეროვნულ ნაკრებში. ამის გარდა, მას "ფურია როხას” რიგებში ორი ჰეტ-თრიკი აქვს შესრულებული.

ესპანეთის ნაკრებში სამზე მეტი გოლი ერთ თამაშში შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი: ჩაჩო – 6 გოლი, ლანგარა – 5, ხოლო რაულს, პოლი რინკონს, რუბიოს, სანტილიანას, ტეხადას, ზარასა და ბუტრაგენიოს ოთხ-ოთხი გოლი აქვთ გატანილი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბუტრაგენიომ პოკერის შესრულება ორჯერ მოახერხა. ხოლო, ვილიასთვის გუშინდელ მატჩში შესრულებული ჰეტ-თრიკი კი იყო მესამე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

წყარო:MARCA


Highlights

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: