2:03 PM
ტელიო: “ჩემი შეძენით “ლივერპული” ინტერესდებოდა”



კრისტიან ტელიომ განაცხადა, რომ მისი პერსონით ინგლისური "ლივერპული” ინტერესდებოდა, მაგრამ, მან "ბარსას” დატოვება არ ისურვა.

ამ ზაფხულს, 22-წლის ფეხბურთელმა "ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018-წლის ივნისის თვემდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელს ანაზღაურება გაეზარდა, ხოლო ახლა მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს.

იმ კლუბთაგან ერთ-ერთი, რომელიც ამ ზაფხულს, ახალგაზრდა ესპანელის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, "ლივერპული” იყო, რაც თავად ტელიომ დაადასტურა.

"ვიცოდი, რომ "ლივერპული” ჩემით ინტერესდებოდა, თუმცა, "ბარსელონადან” წასვლაზე არასდროს მიფიქრია. აქ ყოფნა მომწონს. მწვრთნელი მენდობა. ბედნიერი და სათამაშოდ მზად ვარ”.

წყარო: Football Espana

ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: