9:06 PM ტულალანმა შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს | |
![]() ანდალუსიურმა კლუბმა, გუნდის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, სეზონის დასკვნით ნაწილში დაკარგა. შეგახსენებთ, ჯერემი ტულალანმა ფეხის თითი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის დროს, დორტმუნდის "ბორუსიას” წინააღმდეგ მოიტეხა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა მატჩის სრულად ჩამთავრება შეძლო. ფრანგის დაზიანების მკურნალობა შესაძლოა დაგვიანებულია. ამიტომაც, დაეხმარება თუ არა იგი თავის გუნდს მიმდინარე სეზონში, ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. მიმდინარე პრიმერა დივიზიონის სეზონში, ტულალანმა 17 შეხვედრა ჩაატარა და არცერთი ბურთი არ გაუტანია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |