9:52 PM
ტოტის სერია ა-ში მე-300 გოლის გატანა სურს



"რომას” ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელის წოდების მოპოვებას გეგმავს.

36-წლის ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ცოტა ხნის წინ, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე დამკვიდრდა, თვლის, რომ იგი ამ მომენტისათვის ლიდერ სილვიო პიოლის ძალიან მალე დაეწევა და იტალიის ჩემპიონატში გატანილ 300-გოლიან ნიშნულს გადასცდება.

"თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, დარწმუნებული ვარ, რომ მე-300 გოლის გატანას შევძლებ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე რომ მეთამაშა, მაშინ ამ ნიშნულს უკვე დიდი ხნის წინ გადავცდებოდი”, – განაცხადა "რომას” კაპიტანმა, რომლის დებიუტიც მშობლიური კლუბის შემადგენლობაში 20-წლის წინ შედგა.

ამ მომენტისათვის ტოტის ანგარიშზე სერია ა-ს ეგიდით გატანილი 227 გოლია.

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: